შემდეგ გვერდებზე მოცემულია დეტალური ინფორმაცია შპს „სფრენთი“ (Sprenty, „ჩვენ“, „ჩვენს“) შესახებ, აგრეთვე მოცემულია პირობები, რომლებიც არეგულირებენ თქვენ მიერ ვებგვერდით www.sprenty.com/Ge და აპლიკაციით sprenty (ელექტრონული პლატფორმა) სარგებლობის წესებს, ასევე ონლაინ ჯავშნების განხორციელებას.
ჩვენს ელექტრონულ პლატფორმაზე ანგარიშის დარეგისტრირებისას, ელ.ფოსტის მისამართზე მოგეწოდებათ რეგისტრაციის მომენტისათვის მოქმედი დებულებებისა და პირობების ელექტრონული დოკუმენტი. ჩვენ გირჩევთ, ამობეჭდოთ და შეინახოთ დებულებებისა და პირობების ასლი შემდგომში გამოყენების მიზნით.
ვებგვერდზე - www.sprenty.com , აგრეთვე ჩვენს აპლიკაციაზე sprenty ნებისმიერი ჯავშნის განხორციელებამდე, გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ კომპანიის მოქმედ დებულებებსა და პირობებს. გთხოვთ, გაითვალისწინეთ, აღნიშნული დებულებები და პირობები შესაძლოა კომპანიის მიერ შეიცვალოს ცალმხრივად წინასწარი შეტყობინების გარეშე. დებულებებისა და პირობების მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებ შეტყობინება შესაძლოა მიიღოთ თქვენ მიერ რეგისტრირებულ ელ.ფოსტის მისამართზე. დებულებებისა და პირობების განახლებული ვერსია ყოველთვის იქნება ხელმისაწვდომი ვებგვერდზე.
ჯავშნის განხორციელებისას იმოქმედებს ჯავშნის მომენტისათვის www.sprenty.comზე/აგრეთვე ჩვენს აპლიკაციაზე არსებული დებულებებისა და პირობების ვერსია, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამ დებულებებსა და პირობებში ცვლილებების შეტანა მოითხოვება კანონის ან სახელმწიფო ხელისუფლების მიერ და ჩვენ შესაძლოა დაგვევალოს ამგვარი ცვლილებების გავრცელება თქვენ მიერ ადრე განხორციელებულ ჯავშნებზე.
ელექტრონულ პლატფორმაზე წვდომითა და მისი გამოყენებით, აგრეთვე www.sprenty.comზე/აგრეთვე ჩვენს აპლიკაციაზე ჯავშნების განთავსებით, თქვენ ადასტურებთ, რომ წაკითხული და გაცნობიერებული გაქვთ დებულებები და პირობები და თანახმა ხართ, მათი დებულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების აღებაზე
წინამდებარე დებულებები და პირობები გამარტივებისთვის პირობითად დავყავით ორ თავად: (i)ელექტრონული პლატფორმით სარგებლობის ზოგადი პირობები და წესები და (ii)ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით ჯავშნების განხორციელების პირობები და წესები.
წინამდებარე დებულებებსა და პირობებში ჩვენ მიერ გამოყენებული იქნება ზოგიერთი ტერმინი, რომელთა მნიშვნელობა განსაზღვრულია შემდეგნაირად:
1.1. ანგარიში - ელექტრონული პლატფორმის, აგრეთვე აპლიკაციის დახურული/ კონფიდენციალური ნაწილი, რომელშიც მომხმარებელი შედის ელ.ფოსტის მისამართისა და პაროლის მეშვეობით. ანგარიში გამოიყენება მომხმარებლის მიერ ჯავშნების განსათავსებლად. ანგარიში შეიცავს მომხმარებლისა და ვებგვერდზე მისი აქტივობის შესახებ სხვადასხვა ინფორმაციას, რომელიც მოწოდებულია თავად მომხმარებლის მიერ (პერსონალური მონაცემები), ან ავტომატურად - ვებგვერდის მიერ (ჯავშნების ისტორია, და.ა.შ.).
1.2. აპლიკაცია - მობილური აპლიკაცია სახელწოდებით? , რომლის მეშვეობითაც ხელმისაწვდომია 3.1 პუნქტში მითითებული მომსახურება.
1.3. ელექტრონული პლატფორმა – ჩვენი ვებგვერდი ან/და აპლიკაცია.
1.4. ვებგვერდი - ჩვენი ვებგვერდი, დომენით www.sprenty.com, რომლის მეშვეობითაც ხელმისაწვდომია 3.1 პუნქტში მითითებული მომსახურება.
1.5. კომპანია/Sprenty - შპს „სფრენთი“/Sprenty (ს/კ 405510022), რომელიც დაფუძნებულია საქართველოში და მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანია ასევე მოხსენიებული შეიძლება იყოს როგორც „ჩვენ“, „ჩვენი“.
1.6. მომსახურება - ჩვენი კომპანიის მიერ ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით შეთავაზებული მომსახურება, რომელიც გულისხმობს სპორტული დარბაზების, მოედნების და საცურაო აუზების სარგებლობისათვის ონლაინ ჯავშნების სერვისის მიწოდებას.
1.7. მომხმარებელი - ნებისმიერი ფიზიკური პირი 18 წლიდან, რომელიც ჩვენს ელექტრონულ პლატფორმაზე ან/და აპლიკაციაში არეგისტრირებს ანგარიშს მომავალში ჯავშნების განხორციელების მიზნით.
1.8. საინფორმაციო ბიულეტენი - რეგისტრირებული მომხმარებლისათვის, მისი შესაბამისი თანხმობის შემთხვევაში, ექსკლუზიურად ელექტრონულ ფორმატში და მიმდინარე პერიოდში მიწოდებული კომერციული და სარეკლამო კომუნიკაცია, რომელიც არ წარმოადგენს კომპანიის ოფერტს.
1.9. სერვისის მომწოდებელი – კომპანიის პარტნიორი ორგანიზაციები, რომლებიც უზრუნველყოფენ საქართველოს ტერიტორიაზე სპორტული მომსახურების მიწოდებას, რაც დაკავშირებულია შესაბამისი პირების მიერ მათ საკუთრებაში ანდა სარგებლობაში არსებული სპორტული დარბაზების, მოედნების, საცურაო აუზების, სხვა სპორტული ინფრასტრუქტურისა და ინვენტარის გამოყენებასთან, წვდომასთან და სარგებლობასთან.
1.10. შიგთავსი - ელექტრონულ პლატფორმაზე გამოსახული თუ ხელმისაწვდომი ნებისმიერი გრაფიკული გამოსახულება, ნახატი, ნაბეჭდი, ფოტო, გამოსახულება, ხმა, მუსიკა, ვიდეო, აუდიო, ტექსტი, ლოგო, ღილაკის სიმბოლო, მონაცემთა ბაზა, დიზაინი, პროგრამული უზრუნველყოფა და ნებისმიერი სხვა ელემენტი.
1.11. ჯავშნის შემქმნელი მომხმარებელი - მომხმარებელი, რომელმაც უშუალოდ დაჯავშნა სპორტული ობიექტი, ვალდებულია სერვისის მიღებამდე ხელი მოაწეროს „კომპანიის“ მიერ წარდგენილ ან გაგზავნილ მიღება-ჩაბარების აქტს.
2.1. ელექტრონული პლატფორმის მესაკუთრე და ოპერატორია შპს სფრენთი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული და მოქმედი კომპანია, რეგისტრირებულია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საიდენტიფიკაციო ნომრით - 405510022.
2.2. გთხოვთ, შეკითხვების არსებობისას, მოგვმართოთ შემდეგ საკონტაქტო მონაცემებზე:
3.1. ჩვენ გთავაზობთ ელექტრონულ პლატფორმას, რომლის მეშვეობითაც სერვისის მომწოდებლებს შეუძლიათ საკუთარი სერვისის რეკლამირება, გაყიდვა, პოპულარიზაცია და/ან შეთავაზება მათი პროდუქტებისა და სერვისების შეკვეთის, შესყიდვის, დაჯავშნის ან დაქირავებისთვის, და რომლის მეშვეობითაც მომხმარებლებს შეუძლიათ მოიძიონ, შეადარონ და დაჯავშნონ, შეიძინონ და გადაიხადონ შესაბამისი საფასური სერვისის მომწოდებლებისგან შესაბამისი სერვისის მიღების მიზნით. ამდენად, კომპანია ელექტრონული პლატფორმის საშუალებით უზრუნველყოფს მომხმარებლისთვის სპორტული დარბაზების, მოედნების და საცურაო აუზების სარგებლობისათვის ონლაინ ჯავშნების სერვისის მიწოდებას, ამ დებულებაში მითითებული წესებისა და პირობების შესაბამისად.
3.2. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ელექტრონულ პლატფორმაზე მოედნების/სპორტ კომპლექსების/დარბაზების შესახებ არსებული ინფორმაცია მოწოდებულია თავად სერვისის მომწოდებლების მიერ, ჩვენ არ გადაგვიმოწმებია სერვისის მომწოდებლების ინფორმაციის სიზუსტე, შესაბამისად ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას და არ ვართ პასუხისმგებლები თუკი მოედნის/სპორტ კომპლექსის/დარბაზის აღწერილობა თუ აღჭურვილობა არ დაემთხვევა ელექტრონულ პლატფორმაზე არსებულ ინფორმაციას.
3.3. ჩვენ მიერ მოწოდებული ელექტრონული პლატფორმის გამოყენებით, თქვენ პირდაპირ სახელშეკრულებო ურთიერთობაში შედიხართ იმ სერვისის მომწოდებელთან, რომლის სერვისსაც ჯავშნით/ყიდულობთ. იმ დროს, როდესაც თქვენ ახორციელებთ ჯავშანს ან ყიდულობთ პროდუქტს ან მომსახურებას, ჩვენ თქვენი ჯავშნის დეტალებს გადავცემთ შესაბამის სერვისის მომწოდებელს, რის შემდეგაც ელექტრონულად ან/და მობილურის მეშვეობით გამოგიგზავნით სერვისის მომწოდებლისგან ჯავშნის დასტურის. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ჩვენი მომსახურება არის ჯავშნებისთვის ელექტრონული პლატფორმის უზრუნველყოფა, ამდენად ჩვენ მიერ მომსახურება სრულად შესრულებულად/გაწულად ითვლება ჯავშნის დადასტურების მომენტიდან, მიუხედავად იმისა თქვენ ისარგებლებთ თუ არა ჯავშნით.
3.4. კომპანია აქირავებს დამატებით აქსესუარებს, რომლებსაც არჩევის შემთხვაში კომპანიის წარმომადგენელი მოგიტანთ ან დაგახვედრებთ დაჯავშნილ დროს ობიექტზე. კომპანიის მფლობელობაში არსებული აქსესუარების მიღებამდე თქვენ ვალდებული იქნებით ხელი მოაწეროს მიღება-ჩაბარების აქტს, რომელშიც გათვალისწინებული იქნება აქსესუარების რაოდენობა, აქსესუარებით სარგებლობის/ქირავნობის დრო და აქსესუარების დაზიანების შემთხვევაში თქვენი ვალდებულებები.
3.5. ჩვენი პლატფორმა არ წარმოადგენს და არ შეიძლება ჩაითვალოს ნებისმიერი სერვისის მომწოდებლის მომსახურების ან მისი ობიექტების, სივრცის, აღჭურვილობის (მთავარი ან დამატებითი) ხარისხის, მომსახურების დონის, კვალიფიკაციის ან რეიტინგის რეკომენდაციად ან დადასტურებად.
4.1. ელექტრონული პლატფორმით სარგებლობის წინამდებარე პირობები უკავშირდება თქვენ მიერ Sprenty-ის ელექტრონულ პლატფორმაზე წვდომასა და ნებისმიერი სახით სარგებლობის საკითხს, ისევე, როგორც თქვენ მიერ განთავსებულ ჯავშნებს, მიუხედავად იმისა, თუ რა საშუალებით გაქვთ წვდომა ან რა ტექნოლოგიებსა და მოწყობილობებს იყენებთ ამგვარი წვდომისათვის.
4.2. ელექტრონულ პლატფორმაზე ნებისმიერი საშუალებით წვდომით, სარგებლობით ან/და რეგისტრაციით, აგრეთვე, ჯავშნის განხორციელებით თქვენ ადასტურებთ, რომ წაკითხული და გაცნობიერებული გაქვთ პირობები და თანახმა ხართ აიღოთ შესაბამისი დებულებები.
4.3. ინტერნეტკავშირის/მობილური კავშირის ელექტრონულ პლატფორმაზე წვდომა უფასოა. მქონე ნებისმიერი პირისთვის.
4.4. ჩვენ ვერ ვიძლევით გარანტიას, რომ ჩვენი ელექტრონული პლატფორმა ან მისი რომელიმე შიგთავსი ყოველთვის იქნება ხელმისაწვდომი და შეუფერხებელი. ჩვენ შეგვიძლია წინასწარი შეტყობინების გარეშე შევაჩეროთ, გავაუქმოთ, შევწყვიტოთ ან/და შევცვალოთ ჩვენი ელექტრონული პლატფორმის ნებისმიერი ნაწილი. ჩვენ არ დაგვეკისრება რაიმე სახის პასუხისმგებლობა თქვენ წინაშე თუ ჩვენი ელექტრონული პლატფორმა ნებისმიერი შესაძლო მიზეზით, ნებისმიერ დროს ან ნებისმიერი ვადით გახდება მიუწვდომელი.
5.1. ელექტრონული პლატფორმის, აგრეთვე მისი შიგთავსის შემადგენელი ყველა ელექტრონული მასალა და ნაწილი დაცულია საავტორო უფლებებით, რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნებითა, კომპანიის საფირმო სახელწოდებით და სხვა ინტელექტუალური/სამრეწველო საკუთრების უფლებებით. ყველა ასეთი უფლებების მქონე ან შესაბამისი ლიცენზიების მფლობელია კომპანია ან ამგვარი შიგთავსის მომწოდებელი. ყველა ამგვარი უფლება დაცულია.
6.1. თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ელექტრონული პლატფორმით მხოლოდ პირადი და კანონიერი მიზნებით.
6.2. თქვენ ელექტრონული პლატფორმით, ისევე როგორც ნებისმიერი შიგთავსით ვერ ისარგებლებთ:
6.3. თქვენ ასევე თანახმა ხართ, რომ:
6.4. ჩვენ უფლებას ვიტოვებთ, დაუყოვნებლივ შევუზღუდოთ/დავუბლოკოთ ნებისმიერ მომხმარებელს ვებგვერდზე წვდომა და დავხუროთ ამ დებულებების დამრღვევი ნებისმიერი რეგისტრირებული მომხმარებლის ანგარიში.
7.1. ჩვენ გონივრულ ძალისხმევას გამოვიყენებთ იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ ზუსტი, სრული და განახლებული შიგთავსის მოწოდება. კონკრეტულ დროს ელექტრონულ პლატფორმაზე კონკრეტული სერვისის მიმწოდებლის არსებობა არ გულისხმობს ან გარანტიას არ იძლევა, რომ მოცემული სერვისის მიმწოდებელი ნებისმიერ დროს იქნება ხელმისაწვდომი. ჩვენ უფლებას ვიტოვებთ, რომ ნებისმიერ დროს შევწყვიტოთ ნებისმიერი სერვისის მიმწოდებლის ელექტრონულ პლატფორმაზე განთავსება.
7.2. მოქმედი კანონმდებლობით ნებადართულ ფარგლებში, Sprenty პასუხისმგებლობას იხსნის ყველანაირ განცხადებებსა და გარანტიებზე, რომელიც გამოხატული ან ნაგულისხმევია შიგთავსის სიზუსტესთან დაკავშირებით.
7.3. ჯავშნის აღწერასთან და/ან ფასებთან დაკავშირებით შეცდომების ან ელექტრონული პლატფორმაზე ამგვარი ჯავშნის აღწერაში შესაბამისი მონაცემების არარსებობის შემთხვევებში Sprenty იტოვებს უფლებას გამოასწოროს ეს შეცდომები და შემდგომ გააუქმოს ან შეცვალოს კონკრეტული ჯავშნები მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის ფარგლებში. Sprenty გონივრული ძალისხმევის ფარგლებში ეცდება უზრუნველყოს, რომ ელექტრონული პლატფორმა თავისუფალი იყოს ვირუსებისა და სხვა მავნე ან საზიანო შიგთავსისაგან. თუმცა, ჩვენი რეკომენდაციაა, ელექტრონული პლატფორმის და მის შიგთავსზე უსაფრთხო წვდომის უზრუნველსაყოფად დაიცვათ სიფრთხილის ზომები, რადგან ვერ მოგცემთ გარანტიას, რომ ამ პლატფორმით სარგებლობა არ გამოიწვევს თქვენი კომპიუტერის ან სხვა მოწყობილობის დაზიანებას. მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, Sprenty-ს არ დაეკისრება ნებისმიერი პირის მიმართ პასუხისმგებლობა ნებისმიერ ზარალზე ან დაზიანებაზე, რომელიც აღნიშნულ პირებს შეიძლება მიადგეთ ვირუსის ან სხვა მავნე ან საზიანო შიგთავსის გამო, რომელთანაც მათ ჰქონდათ წვდომა ელექტრონულ პლატფორმასთან ან მისი საშუალებით.
8.1. ელექტრონული პლატფორმა შესაძლოა შეიცავდეს სხვა ვებგვერდების/აპლიკაციების ბმულებს, რომლებიც არ კონტროლდება Sprenty-ს მიერ. ამგვარი ბმულები მოცემულია მხოლოდ მომხმარებლის დასახმარებლად ან ინფორმაციის გასაზიარებლად და აღნიშნული არ უნდა იქნას აღქმული ჩვენ მიერ ამგვარი ვებგვერდების/აპლიკაციების მხარდაჭერად.
8.2. ჩვენ არ ვიღებთ რაიმე პასუხისმგებლობას ჩვენს ელექტრონულ პლატფორმასთან დაკავშრებული ვებგვერდების/აპლიკაციების შიგთავსზე. ჩვენ არ დაგვეკისრება პასუხისმგებლობა რაიმე სახის ზიანზე ან დანაკარგზე, რომელიც შეიძლება წარმოიშვას თქვენ მიერ მათი სარგებლობის შემთხვევაში.
8.3. წინამდებარე ელექტრონული პლატფორმის პირობები ასევე არეგულირებს თქვენს ნებისმიერ განცხადებას, განთავსებულს Sprenty-სთან დაკავშირებული ნებისმიერი მესამე მხარის ვებგვერდზე ან ჩვენი ფეისბუქის, ტვიტერის, პინტერესტის, იუთუბის ან სოციალური ქსელის გვერდებზე. ნებისმიერი მესამე მხარის სოციალური ქსელის ვებგვერდზე განთავსებული ყველა კომენტარი, გამოსახულება, ვიდეო ან ნებისმიერი სხვა სახის მასალა უნდა აკმაყოფილებდეს მოცემულ პირობებსა და მესამე მხარის სოციალური ქსელის ვებგვერდით სარგებლობის შესაბამის პირობებს.
9.1. თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები, შესაძლებელია დამუშავებული იქნას “კომპანიის” მარკეტინგული მიზნებისთვის, და წინამდებარე წესებსა და პირობებზე დათანახმებისას იგულისხმება, რომ თქვენ აღნიშნულ პირობაზე აცხადებთ თანხმობას.
10.1. თქვენსა და Sprenty-ს შორის კომუნიკაცია, შეტყობინებების, მოთხოვნების, პრეტენზიების ჩათვლით, განხორციელდება ძირითადად ელექტრონული საშუალებებით - ვებგვერდზე შეტყობინებების განთავსებით ან ელ.ფოსტაზე შეტყობინებით. თქვენ ეთანხმებით კომუნიკაციის ამ ელექტრონული საშუალებების გამოყენებას და აცნობიერებთ, რომ Sprenty-ს მიერ თქვენთვის ელექტრონული საშუალებებით მოწოდებული ყველა ხელშეკრულება, შეტყობინება, ინფორმაცია და სხვა კომუნიკაცია აკმაყოფილებს წერილობითი დოკუმენტისათვის დადგენილ ყველა სამართლებრივ მოთხოვნას
11.1. წინამდებარე დოკუმენტით გათვალისწინებული დებულებები და პირობები მოქმედებს თქვენ მიერ www.sprenty.com/- ვებგვერდის, აგრეთვე sprenty-ს აპლიკაციის მეშვეობით განთავსებულ ნებისმიერ ჯავშანთან დაკავშირებით, იმისდამიუხედავად თუ რა სახის, რა მოწყობილობის მეშვეობით გაქვთ წვდომა ელექტრონულ პლატფორმასთან.
11.2. ჩვენი ელექტრონული პლატფორმაზე წვდომით, დათვალიერებით და გამოყენებით ნებისმიერი და/ან ჯავშნის შევსებით/განხორციელებით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით, გააცნობიერეთ და ეთანხმებით წინამდებარე დებულებებისა და პირობების სრულად მოქმედებას. თუ სრულად არ ეთანხმებით ამ დოკუმენტით გათვალისწინებულ დებულებებსა და პირობებს, არ განათავსოთ რაიმე ჯავშანი.
11.3. ის გვერდები, რომელზეც განთავსებულია ჩვენ მიერ მოწოდებული ონლაინ ჯავშნის სერვისი, მათი შინაარსი და ინფრასტრუქტურა და ჩვენს მიერ ამ გვერდებზე და ერთიანი პორტალის მეშვეობით მოწოდებული ონლაინ ჯავშნის სერვისი ეკუთვნის, მართავს და მოწოდებულია „კომპანიის“ მიერ და განკუთვნილია მხოლოდ თქვენი პირადი და არაკომერციული გამოყენებისთვის, ამ დოკუმენტით გათვალისწინებული წესებისა და პირობების შესაბამისად.
11.4. კომპანიასა და სერვისის მომწოდებელ პირებს შორის ურთიერთობა, რეგულირდება დამოუკიდებელი ხელშეკრულებით. ამასთან, სერვისის მომწოდებელს, პორტალზე გამოქვეყნებული პოლიტიკისა და წესების გარდა, შეიძლება ჰქონდეს და/ან მოითხოვოს - საკუთარი წესები და პირობები, რაც დაკავშირებულია მათ საკუთრებაში ანდა სარგებლობაში არსებული სპორტული დარბაზების, მოედნების, საცუარაო აუზების, სხვა სპორტული ინფრასტრუქტურისა და ინვენტარის გამოყენების, წვდომისა და სარგებლობისათვის, რაც შეიძლება მოიცავდეს გარკვეულ პასუხისმგებლობასა და შეზღუდვებს.
12.1. ჯავშნის განსახორციელებლად თქვენ ჩვენთან უნდა გახსნათ/გააქტიუროთ ანგარიში. რეგისტრაციის დროს მოგეთხოვებათ თქვენ შესახებ გარკვეული პირადი დეტალების მოწოდება, რომელიც მათ შორის მოიცავს სახელსა და გვარს, ტელეფონის ნომერს, ელ. ფოსტას. გთხოვთ დარწმუნდეთ, რომ ყველა პერონალური მონაცემი უტყუარი, ზუსტი და სრულია. თქვენი პირადი მონაცემების განახლება ან კორექტირება ნებისმიერ დროს შეგეძლებათ თქვენს ანგარიშზე წვდომით.
12.2. ანგარიშის რეგისტრაციისას, თქვენივე ანგარიშის დაცვის მიზნით, მოგეთხოვებათ პაროლის უზრუნველყოფა. თქვენ მიერ შედგენილი ანგარიშის პაროლი უნდა იყოს უნიკალური და დაცული. თქვენ პასუხისმგებელი ხართ თქვენი ანგარიშის პაროლის კონფიდენციალურობის შენარჩუნებასა და თქვენი ანგარიშის მეშვეობით განხორციელებულ ნებისმიერ აქტივობაზე. Sprenty არ იღებს პასუხისმგებლობას ნებისმიერი პირის მიმართ ნებისმიერ ზარალზე ან ზიანზე, რომელიც შესაძლოა წარმოიშვას იმ შემთხვევაში, თუ ვერ უზრუნველყოფთ თქვენი პაროლის ან ანგარიშის დაცვას.
12.3. თუ იცით ან ეჭვი გაქვთ, რომ დარღვეულია თქვენი პაროლის ან ანგარიშის უსაფრთხოება, ან ხდება მათი არამართლზომიერი გამოყენება, გთხოვთ, დაუყოვნებლივ შეატყობინოთ ამის შესახებ Sprenty-ს.
13.1. ყველა ჯავშანი ექვემდებარება ჩვენგან დადასტურებას. თქვენი ჯავშანი განხორციელებულად ითვლება მხოლოდ მას შემდგომ რაც ჩვენგან ელექტრონულად/ტელეფონის მეშვეობით მიიღებთ დასტურს. ამ მომენტიდან ჩვენ მიერ მომსახურება ითვლება გაწეულად და დასრულებულად
13.2. ელექტრონულ პლატორმაზე განთავსებული ინფორმაცია არის მოწვევა ოფერტზე და არ არის ოფერტი. ოფერტი კეთდება, როდესაც თქვენ თქვენთვის სასრუველი მოედნის დაჯავშნის ღილაკს დააწვებით. თუმცა, ჯავშანი დადებულად არ ჩაითვლებამდე იქამდე, ვიდრე ჩვენგან არ მიიღებთ შეტყობინებას. ამასთან, მოგიწოდებთ, რომ ვიზიტის დასრულებამდე შეინახოთ ჩვენ მიერ გამოგზავნილი ჯავშნის დასტური
13.3. ჩვენ ელექტრონულ პლატფორმაზე ჯავშნის განხორციელებით, თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ თქვენ მიერ მოწოდებულ ელექტრონულ ფოსტაზე ანდა ტელეფონის ნომერზე მიიღოთ:
13.4. იმისათვის, რომ სათანადოდ შეავსოთ და უზრუნველყოთ თქვენი ვიზიტის დაჯავშნა სერვისის მომწოდებელთან, თქვენ უნდა გამოიყენოთ თქვენი სწორი ელექტრონული ფოსტის მისამართი. ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი და არ გვაქვს ვალდებულება გადავამოწმოთ ნებისმიერი არასწორი ან არასწორად დაწერილი ელექტრონული ფოსტის მისამართი ან არასწორი ტელეფონის ან საკრედიტო ბარათის ნომერი
13.5. მომსახურების მუდმივი განახლების, ტარიფების და ხელმისაწვდომობის კორექტირების გამო, ჩვენ გირჩევთ გააკეთოთ ეკრანის ამონაბეჭდები (ე.წ. სქრინები) ჯავშნის დროს თქვენი პოზიციის მხარდასაჭერად, ასეთი საჭიროების წარმოშობის შემთხვევაში.
14.1. თუკი ჩვენ მიერ ელექტრონულ პლატფორმაზე სხვაგვარად არ იქნება მითითებული, ჩვენს ელექტრონულ პლატფორმაზე სერვისის მომწოდებლების მიერ შემოთავაზებული ფასები ნაჩვენებია დღგ-სა და ყველა სხვა გადასახადის, მათ შორის კომპანიის მომსახურებით სარგებლობისათვის დადგენილი საკომისიოს ჩათვლით. საგადახდო მომსახურების საკომისიო (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შეიძლება დაემატოს საბოლოო ფასს, შესაბამისად თქვენ მიერ ჯავშნის საფასურის გადახდისას გადასახდელი ოდენობა შეიძლება შედგებოდეს შემდეგი ელემენტებისგან: ჯავშნის საფასური + საგადახდო მომსახურების საკომისიო (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
14.2. კომპიის სერვისით სარგებლობისათვის დადგენილი საკომისიოს ოდენობა მომხმარებლისთვის შეადგენს სერვისის მომწოდებლების მიერ შემოთავაზებული ფასის 5%-ს, ხოლო სერვისის მომწოდებლებისთვის საკომისიოს ოდენობა შეთანხმებულია კომპანიასა და სერვისის მომწოდებელს შორის დადებული ხელშეკრულებით. ამასთან, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ, საკომისიოს ოდენობა, სერვისი მომწოდებლების მიერ შემოთავაზებული ფასები და შემოთავაზებები შეიძლება შეიცვალოს ან ხელმისაწვდომი იყოს მხოლოდ შეზღუდული პერიოდით.
14.3. ელექტრონული პლატფორმის საშუალებით ასევე შესაძლებელია შეიძინოთ აბონემენტები სერვისის მომწოდებლების მიერ შემოთავზებული სხვადასხვა სერვისით სარგებლობის მიზნით. ამასთან, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აბონემენტის ფასები მოცემულია ერთ ადამიანზე ან ჯგუფზე და მომხმარებელს ანიჭებს შესაბამისი სერვისით სარგებლობის უფლებას მასში მითითებული ვადითა და პირობებით.
15.1 მომხმარებელი ვალდებულია ჯავშნის განხორციელებიდან 1 (ერთი) საათის განმავლობაში გადაიხადოს მომსახურების საფასური ელექტრონულ პლატფორმაზე განათავსებული ონლაინ გადახდის საშუალებით, წინააღმდეგ შემთხვევაში მომხმარებლის ჯავშანი გაუქმდება და სერვისის მომწოდებელი თავისუფლდება მისთვის სერვისის მიწოდების ვალდებულებისაგან.
15.2 წინამდებარე დებულებებისა და პირობების შემუშავების დროისთვის, Sprenty გთავაზობთ გადახდას რომელსაც უზრუნველყოფს “PAYZE”, რომელიც არის რეგისტრირებული, რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერი, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 23 აგვისტოს ბრძანება #496 საფუძველზე, რეგისტრაციის ნომერი 0079-2904.
16.1 ჩვენი მომსახურება დასრულებულად და გაწეულად ჩაითვლება, აგრეთვე თქვენ მიერ სრულად მიღებულად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როდესაც თქვენ მიიღებთ დასტურს 11 ჯავშნის განხორციელებაზე. ამდენად, თქვენ არ გაქვთ უფლება გააუქმოთ/შეცვალოთ ან უარი თქვათ თქვენს ჯავშანზე გარდა ქვემოთ ჩამოთვლილი პირობებისა.
16.2 მომხმარებელს ანგარიშის მეშვეულებით ელექტროულად შეუძლია შეცვალოს ჯავშნის დრო ან სრულად გააუქმოს იგი თუ ვიზიტამდე დარჩენილია 24 (ოცდაოთხი) საათზე მეტი. ასეთ დროს, ჯავშნის გაუქმების შემთხვევაში მას სრულად უბრუნდება მის მიერ გადახდილი თანხა.
16.3 გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მომხმარებლის მიერ 24 (ოცდაოთი) საათზე ნაკლები დროით ადრე ჯავშნის გაუქმების შემთხვევაში გადახდილი თანხა უკან არ ბრუნდება, ხოლო ჯავშნის დროის შეცვლა მომხმარებელს შეეძლება სამუშაო დღის ბოლომდე დარჩენილი იმავე საფასო კატეგორიის სლოტების (?) ფარგლებში. დროის მითითებულ პერიოდში თავისუფალი ადგილის არ არსებობის შემთხვევაში ჯავშანი ითვლება გაუქმებულად.
16.4 მომხმარებლის მიერ ვიზიტამდე 24 (ოცდაოთი) საათზე ნაკლები დროით ადრე ჯავშნის გაკეთების შემთხვევაში, მას შეუძლია შეცვალოს ან გააუქმოს ჯავშანი მისი განხორციელებიდან 30 (ოცდაათი) წუთის განმავლობაში, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ მოქმედებს წინამდებარე წესების 16.2 პუნქტით გათვალისწინებული ჯავშნის გაუქმებისა და შეცვლის პირობები.
16.5 ამინდის გაუარესების გამო გაუქმებულ ან გადადებულ ჯავშანზე მომხმარებელს გადახდილი თანხა უკან არ უბრუნდება, თუმცა ასეთი ჯავშნის კომპენსირება შეიძლება მოხდეს იმავე სპორტულ ობიექტზე სხვა თავისუფალ დროს ჯავშნის მთლიანად ან ნაწილობრივ გადატანით.
17.1 კომპანია მომხმარებლის წინაშე პასუხისმგებელია მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში :
17.2 17.1 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში მომხმარებელს უბრუნდება მხოლოდ ჯავშნის საფასური.
17.3 სერვისის მომწოდებლის მიერ მომხმარებლისთვის მიწოდებული სერვისის ხარისხზე, ნებისმიერი ინფორმაციის სიზუსტესა და სისწორეზე, გარდა 17.1. პუნქტში მითითებული ინფორმაციისა, პასუხისმგებლობა ეკისრება და აღნიშნულით გამოწვეულ ზიანს მომხმარებელს აუნაზღაურებს სერვისის მომწოდებელი
17.4 ჯავშნის შემქმნელი მომხმარებელი პასუხისმგებელია დაჯავშნილ საათებში ობიექტის ყველანაირ ინფრასტრუქტურულ დაზიანებაზე გაფორმებული მიღებაჩაბარების აქტის საფუძველზე, იმ შემთხვევაში თუ მიღება-ჩაბარების აქტი არ გაფორმდა ობიექტზე, ის გადაეგზავნება მომხმარებელს საიტზე დარეგისტრირებულ ელ.ფოსტაზე, ხელმოწერის არარსებოობის შემთხვევაშიც აქტს ექნება იურიდიული ძალა.
17.5 ჯავშნის შემქმნელი მოხმარებელი პასუხისმგებელია დაჯავშნილ საათებში კომპანია სფრენთის ინვენტარის დაზიანებასა და დაკარგვაზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, იმ შემთხვევაში თუ მიღება-ჩაბარების აქტი არ გაფორმდა ობიექტზე, ის გადაეგზავნება მომხმარებელს საიტზე დარეგისტრირებულ ელ.ფოსტაზე, ხელმოწერის არარსებობის შემთხვევაშიც აქტს ექნება იურიდიული ძალა.
18.1 წინამდებარე დებულებები და პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
18.2 წინამდებარე დებულებებისა და პირობებიდან გამომდინარე ნებისმიერი დავა ან უთანხმოება, რომლის ურთიერთმოლაპარაკებით გადაწყვეტა შეუძლებელია გადაწყდება საქართველოს სასამართლოების მიერ.
19.1 თქვენ არ შეგიძლიათ წინადებარე დებულებებითა და პირობებით, აგრეთვე ხელშეკრულებით გათვალისწინებული თქვენი რომელიმე უფლება ან ვალდებულება მიანიჭოს ან გადასცეთ სხვა პირს ჩვენი თანხმობის გარეშე.
19.2 ჩვენ შეიძლება წინამდებარე დებულებებითა და პირობებით, აგრეთვე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნებისმიერი ჩვენი უფლება ან ვალდებულება გადავაკისროთ, დავუთმოთ ან ქვეკონტრაქტით გადავცეთ ნებისმიერ მესამე პირს ჩვენი შეხედულებისამებრ იმ პირობით, რომ მესამე პირი უზრუნველყოფს თქვენ მიმართ იგივე დონის გარანტიების გაცემასა და პასუხისმგებლობის აღებას. ჩვენი ვალდებულებების გადაკისრება, დათმობა ან ქვეკონტრაქტით გადაცემა მოხდება მხოლოდ ჩვენი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე.
19.3 წინამდებარე დებულებებითა და პირობებით გათვალისწინებული ნებისმიერი უფლების გამოყენებაზე ჩვენ მიერ თავის შეკავება ან გადავადება არ უნდა იქნას აღქმული, როგორც ამ უფლებაზე უარის თქმა და აღნიშნულმა გავლენა არ უნდა მოახდინოს შემდგომში ჩვენ მიერ ამ უფლების გამოყენებაზე.
19.4 თუკი წინამდებარე დებულებებისა და პირობების, აგრეთვე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნებისმიერი დებულებები/პირობები ბათილად იქნება ცნობილი, უკანონოდ, აღუსრულებლად, დანარჩენი დებულებები/პირობები რჩება სრულად ძალაში
19.5 ჩვენ ყოველთვის ღია ვართ ჩვენს ელექტრონულ პლატფორმასთან დაკავშირებით თქვენი მოსაზრებებისა და უკუკავშირის მიმართ. ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოგვმართოთ თქვენი კომენტარებითა და შემოთავაზებებით 2.2 პუნქტში მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე.